понедельник, 31 декабря 2012 г.

ანორგაზმია

ანორგაზმია 



 ანორგაზმია - ფრიგიდულობის  გამოვლინება,  რომელიც  განპირობებულია სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით.
ანორგაზმიის ეტიოლოგია.  შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი, დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას;  ქცევის სოციალური ნორმებიდან გამომდინარე  ქალს ყოველთვის არ ეძლევა საშუალება კორექტივები შეიტანოს პარტნიორის სექსუალურ ქცევაში,  რის შედეგადაც ეროგენული ზონები ვერ ღებულობენ საკმარის სტიმულაციას.

ანორგაზმიის პათოგენეზი. კლინიკური სურათი
ჯანმრთელი ქალების დაახლოებით 25%-ში მაღალმგრძნობიარე ეროგენულ ზონას წარმოადგენს კლიტორის მიდამო, მაშინ როდესაც საშო ნაკლებმგრძნობიარეა; ეს ქალები ორგაზმს განიცდიან კლიტორის დამატებითი გაღიზიანების დროს. ქალების დიდ ნაწილში მეტად მგრძნობიარეა საშოს გარეთა მესამედი, მაშინ, როდესაც საშვილოსნო და საშოს ღრმა ნაწილები ნაკლებმგრძნობიარეა. ორგაზმისა და სექსუალური ლტოლვის არარსებობა ხშირად დაკავშირებულია პუბერტული და ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხებასთან. ასეთ დროს ლტოლვა ატარებს მოუმწიფებელ ხასიათს: ის ჩერდება ეროტიკულ ან პლატონურ სტადიებზე და ორგაზმის არარსებობა შერწყმულია დაკმაყოფილებასთან ემოციურ დონეზე.  დეპრესიის განვითარების დროს თავდაპირველად შესაძლებელია დაქვეითდეს და გაქრეს მხოლოდ სქესობრივი ლტოლვა, შემდეგ ქვეითდება შეგრძნებების სიმძაფრე და ორგაზმი იშვიათდება ან საერთოდ ქრება. ეროგენული ზონების არასაკმარისი სტიმულაციის დროს ფრიგიდულობა შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ ორგაზმის არარსებობით, შემდეგში კი შესაძლოა გამოიწვიოს ნევროზული მდგომარეობა; ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა და სქესობრივი აქტი არასასიამოვნი ხდება. გვხვდება ნიმფომანური ფრიგიდულობის რთული ვარიანტი, რომლის დროსაც სქესობრივი ლტოლვა გაძლიერებულია, მაგრამ ორგაზმი არ დგება, მიუხედავად ხანგრძლივი სტიმულაციისა და აგზნებისა. შვილოსნობის ფუნქცია ფრიგიდულობის დროს დარღვეული არ არის.

ანორგაზმიის დიაგნოზი.  ეყრდნობა ჩივილებს, ანამნეზს, ობიექტური დათვალიერების შედეგებს; კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს.
ანორგაზმიის მკურნალობა.  ეტიოპათოგენეტიკური, კომპლექსური, ეტაპური და მკაცრად ინდივიდუალურია, მიმართულია ოპტიმალური პირობების შექმნისაკენ ქალის სექსუალური ცხოვრების გამოსავლენად. წამყვანი როლი აქვს რაციონალურ ფსიქოთერაპიას. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სწორ სქესობრივ აღზრდას, დაავადების დროულ და გამოვლენასა და მკურნალობას.

ანორგაზმია -  ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ანორგაზმია -  ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ ანორგაზმიის დროს – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

ანორგაზმიასთან თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ანორგაზმიის პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება

  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Комментариев нет:

Отправить комментарий