понедельник, 26 ноября 2012 г.

ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეები


სიმსივნური დაავადებები
გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში.კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის ჭარბ სეკრეციას. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის გაძლიერებული  გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად ვითარდება ტკივილი ძვლებში, მათი დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, მოტეხილობები. წარმოიქმნება ნეფროკალცინატები, შემდეგში ვითარდება თირკმლის უკმარისობა; სხვა გამოვლინებებია: ანორექსია, ღებინება, ნერვულ-კუნთოვანი დარღვევები, პანკრეატიტის, კუჭის წყლულის სიმპტომები.დიაგნოზის დადგენა ხდება სისხლში პარატჰორმონის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, პარაფარისებრი ჯირკვლის მდებარეობის ზონების ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია.

საშოს სიმსივნე



საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო – ძირითადაd გვხვდება 60-დან 70 წლამდე და უფროსი ასაკის ქალებში. ამ ლოკალიზაციის კიბოს განვითარებას ხშირად წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები – ლეიკოპლაკია და კრაუროზი. ლეიკოპლაკიის დროს კლიტორის ირგვლივ,   სასქესო ბაგეების ლორწოვან გარსებზე ჩნდება თეთრი ფერის ლაქები, რომლებიც შემდეგში გარდაიქმნებიან ბალთებად, ერწყმიან ერთმანეთს და ხშირად წყლულდებიან.
კრაუროზის დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსისა და კანის ატორფია და შეჭმუხვნა. ლეიკოპლაკიისა და კრაუროზის დროს კლინიკური სიმპტომებიდან განსაკუთრებით ხშირია ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.გარეთა სასქესო ორგანოების კიბო ვლინდება მკვრივი კვანძის ან წყლულის სახით, რომელიც სისხლმდენია. სიმსივნე მდებარეობს კლიტორის, დიდ ან მცირე სასქესო ბაგეებს შორის; დროთა განმავლობაში პროცესში ერთვება საშო, ურეთრა და შორისი. ვითარდება მეტასტაზები საზარდულის, ბარძაყისა და თეძოს ლიმფურ კვანძებში; ზოგჯერ  მეტასტაზები წარმოიქმნება ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.კლინიკური სიმპტომებია: ქავილი, წვა, სეროზული გამონადენი სისხლის შერევით, ტკივილი. დიაგნოზი ზუსტდება ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევებით. ხშირად ვლინდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების სხვადასხვა ხარისხით.