понедельник, 31 декабря 2012 г.

ანორგაზმია

ანორგაზმია 



 ანორგაზმია - ფრიგიდულობის  გამოვლინება,  რომელიც  განპირობებულია სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით.
ანორგაზმიის ეტიოლოგია.  შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი, დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას;  ქცევის სოციალური ნორმებიდან გამომდინარე  ქალს ყოველთვის არ ეძლევა საშუალება კორექტივები შეიტანოს პარტნიორის სექსუალურ ქცევაში,  რის შედეგადაც ეროგენული ზონები ვერ ღებულობენ საკმარის სტიმულაციას.

ანორგაზმიის პათოგენეზი. კლინიკური სურათი
ჯანმრთელი ქალების დაახლოებით 25%-ში მაღალმგრძნობიარე ეროგენულ ზონას წარმოადგენს კლიტორის მიდამო, მაშინ როდესაც საშო ნაკლებმგრძნობიარეა; ეს ქალები ორგაზმს განიცდიან კლიტორის დამატებითი გაღიზიანების დროს. ქალების დიდ ნაწილში მეტად მგრძნობიარეა საშოს გარეთა მესამედი, მაშინ, როდესაც საშვილოსნო და საშოს ღრმა ნაწილები ნაკლებმგრძნობიარეა. ორგაზმისა და სექსუალური ლტოლვის არარსებობა ხშირად დაკავშირებულია პუბერტული და ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხებასთან. ასეთ დროს ლტოლვა ატარებს მოუმწიფებელ ხასიათს: ის ჩერდება ეროტიკულ ან პლატონურ სტადიებზე და ორგაზმის არარსებობა შერწყმულია დაკმაყოფილებასთან ემოციურ დონეზე.  დეპრესიის განვითარების დროს თავდაპირველად შესაძლებელია დაქვეითდეს და გაქრეს მხოლოდ სქესობრივი ლტოლვა, შემდეგ ქვეითდება შეგრძნებების სიმძაფრე და ორგაზმი იშვიათდება ან საერთოდ ქრება. ეროგენული ზონების არასაკმარისი სტიმულაციის დროს ფრიგიდულობა შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ ორგაზმის არარსებობით, შემდეგში კი შესაძლოა გამოიწვიოს ნევროზული მდგომარეობა; ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა და სქესობრივი აქტი არასასიამოვნი ხდება. გვხვდება ნიმფომანური ფრიგიდულობის რთული ვარიანტი, რომლის დროსაც სქესობრივი ლტოლვა გაძლიერებულია, მაგრამ ორგაზმი არ დგება, მიუხედავად ხანგრძლივი სტიმულაციისა და აგზნებისა. შვილოსნობის ფუნქცია ფრიგიდულობის დროს დარღვეული არ არის.

ანორგაზმიის დიაგნოზი.  ეყრდნობა ჩივილებს, ანამნეზს, ობიექტური დათვალიერების შედეგებს; კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს.
ანორგაზმიის მკურნალობა.  ეტიოპათოგენეტიკური, კომპლექსური, ეტაპური და მკაცრად ინდივიდუალურია, მიმართულია ოპტიმალური პირობების შექმნისაკენ ქალის სექსუალური ცხოვრების გამოსავლენად. წამყვანი როლი აქვს რაციონალურ ფსიქოთერაპიას. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სწორ სქესობრივ აღზრდას, დაავადების დროულ და გამოვლენასა და მკურნალობას.

ანორგაზმია -  ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ანორგაზმია -  ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ ანორგაზმიის დროს – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

ანორგაზმიასთან თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ანორგაზმიის პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება

  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

вторник, 25 декабря 2012 г.

 იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2), Yang Ge Ron-2


იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   ბუნებრივი პრეპარატია, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე.  გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა).
იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2) შეძენა შესაძლებელია  ავერსი ფარმას, პსპ ფარმასა და ჯიპისის    აფთიაქების ქსელში.


 იანგ გე რონ-2



იანგ გე რონ-2  (იანგგერონ-2)   500 მგ


პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება - იანგ გე რონ 2  ⁄  Yang ge Ron 2 (იანგგერონ-2)    
იანგ  გე რონ-2  (იანგგერონ-2)   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - comb. drug
იანგ  გე რონ-2  (იანგგერონ-2 )   პრეპარატების კლასიფიკაციაში:
მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები >> სისტემური  გამოყენებისათვის
– ქალის სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები

იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   შემადგენლობა
იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   აქტიური სუბსტანცებია:
1. ჟენ-შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი  -  60 მგ
2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი      -    8 მგ
3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი - 12 მგ
4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი  -  5 მგ
5. ჟენ-შენის (ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი   - 5 მგ
6. რემანის მშრალი ექსტარაქტი  - 10 მგ

вторник, 4 декабря 2012 г.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

 გა-40

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ჯანდაცვის  სამინისტროს საექსპერტო  კომისიის  წევრი, ექსპერტი. ევრომეცნიერების  საქართველოს  ეროვნული  სექციის  მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალური კლინიკური სამეცნიერო კვლევებისა პრეპარატ  გა–40–ის  შესახებ.  (იხ. ქვემოთ).
პროფესორ კონსტანტინე ჩახუნაშვილს გააჩნია სამკურნალო პრეპარატ  გა-40-ის   კვლევისა და კლინიკაში  გამოყენების 18 წლიანი გამოცდილება, ათასობით მადლიერი პაციენტი.
დაწვრილებით იხ.

понедельник, 26 ноября 2012 г.

ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეები


სიმსივნური დაავადებები
გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში.კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის ჭარბ სეკრეციას. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის გაძლიერებული  გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად ვითარდება ტკივილი ძვლებში, მათი დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, მოტეხილობები. წარმოიქმნება ნეფროკალცინატები, შემდეგში ვითარდება თირკმლის უკმარისობა; სხვა გამოვლინებებია: ანორექსია, ღებინება, ნერვულ-კუნთოვანი დარღვევები, პანკრეატიტის, კუჭის წყლულის სიმპტომები.დიაგნოზის დადგენა ხდება სისხლში პარატჰორმონის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, პარაფარისებრი ჯირკვლის მდებარეობის ზონების ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია.

საშოს სიმსივნე



საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო – ძირითადაd გვხვდება 60-დან 70 წლამდე და უფროსი ასაკის ქალებში. ამ ლოკალიზაციის კიბოს განვითარებას ხშირად წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები – ლეიკოპლაკია და კრაუროზი. ლეიკოპლაკიის დროს კლიტორის ირგვლივ,   სასქესო ბაგეების ლორწოვან გარსებზე ჩნდება თეთრი ფერის ლაქები, რომლებიც შემდეგში გარდაიქმნებიან ბალთებად, ერწყმიან ერთმანეთს და ხშირად წყლულდებიან.
კრაუროზის დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსისა და კანის ატორფია და შეჭმუხვნა. ლეიკოპლაკიისა და კრაუროზის დროს კლინიკური სიმპტომებიდან განსაკუთრებით ხშირია ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.გარეთა სასქესო ორგანოების კიბო ვლინდება მკვრივი კვანძის ან წყლულის სახით, რომელიც სისხლმდენია. სიმსივნე მდებარეობს კლიტორის, დიდ ან მცირე სასქესო ბაგეებს შორის; დროთა განმავლობაში პროცესში ერთვება საშო, ურეთრა და შორისი. ვითარდება მეტასტაზები საზარდულის, ბარძაყისა და თეძოს ლიმფურ კვანძებში; ზოგჯერ  მეტასტაზები წარმოიქმნება ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.კლინიკური სიმპტომებია: ქავილი, წვა, სეროზული გამონადენი სისხლის შერევით, ტკივილი. დიაგნოზი ზუსტდება ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევებით. ხშირად ვლინდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების სხვადასხვა ხარისხით.